ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში გამოკვლევებს უტარებენ
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში გამოკვლევებს უტარებენ. კლინიკაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა. გიორგი ჯინჭარაძემ თარიღი სამედიცინო პერსონალს და დევნილ ბენეფიციარებს პირადად მიულოცა. დევნილი ქალბატონებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო სერვისებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს
