იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
იმერეთში, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე პატიმრობას
