შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ
რატომ მიიღეს ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ვრცლად განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე და უცხოელ დონორებს, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან შალვა პაპუაშვილის თქმით, დონორებმა ბევრჯერ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს. კანონის ამოქმედების ერთ-ერთ არგუმენტად 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის გეგმაა დასახელებული, რომლის პროვოცირებაც პირველი კანონმდებლის განმარტებით, დეზინფორმაციის დაფინანსებამ მოიტანა. კანონი კი ხელს შეუშლის სანქციების გვერდის ავლით უცხოური ფულის ხარჯვას
