„იმედის“ მიერ ფაქტებით დადასტურებული რეალობის შემდეგ ნინო ლომჯარია „ქრონიკას“ ემალება
„იმედის“ მიერ ფაქტებით დადასტურებული რეალობის შემდეგ ნინო ლომჯარია „ქრონიკას“ ემალება. მანამდე კი გვემუქრებოდა, რომ გვიჩივლებდა სიცრუის გავრცელების გამო. ლომჯარიასთან ერთად, ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს არ პასუხობს გერმანიის საელჩო. ადასტურებენ თუ არა, კონსპირაციულ შეხვედრას და იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილეს. შესაბამისად საინტერესოა რატომ იმალება ამ დრომდე ნინო ლომჯარია მედიასთან, თუ დასამალი არაფერი იყო გერმანიის საელჩოში განხორციელებულ ვიზიტში და ჯდება თუ არა დიპლომატიურ ეთიკაში, შენობიდან ელჩის მანქანით გაპარვა. გუშინ ქრონიკამ ექსკლუზიურად მოიპოვა ყოფილი სახალხო დამცველის გადამალვის კადრები, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ლომჯარიას ავტომობილი, ასევე ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. ეს კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „ქრონიკამ“ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოდან გააპარა
