თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების გამო, სადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროირანული გავლენები გაჩნდა. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. მანამდე უწყებამ „ქრონიკის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ განცხადებების ავტორებს ყველა არსებულ კითხვას დაუსვამენ, რათა გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ. ვინაიდან აქამდე მათ შესაბამისი უწყებებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. გუბაზ სანიკიძის შვილი „ნაცმოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე მართებულად მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადების გამო სახელმწიფო ვალდებულია გამოძიება დაიწყოს. რაც შეეხება მამის შესახებ დასმულ კითხვას, ადასტურებს, რომ მოსამართლის წინაშე გამოიკითხება
