ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის შეერთებული შტატების ომის მდივანი გამოეხმაურა
ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის, შეერთებული შტატების ომის მდივანი გამოეხმაურა. პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტმა ზუსტად იცის, თუ ვინ ვის ესაუბრება და რომ შტატები მოპოვებულ ინფორმაციას სამხედრო გეგმებში ითვალისწინებს. ინფორმაცია, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის შესახებ ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ რუსეთი ირანს, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ დაზვერვის მონაცემებს, კონფლიქტის დაწყების შემდეგ უზიარებს
