ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი, თბილისის ტექნოპარკში სტარტაპებს შეხვდნენ
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი, თბილისის ტექნოპარკში სტარტაპებს შეხვდნენ. ქართველმა სტარტაპერებმა თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები. განიხილეს როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით
