ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლა შენდება
ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლა შენდება. შენობებში თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორიები მოეწყობა. ასევე მუსიკის ოთახები, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები და ეზო. სკოლების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გადმოეცა და სრულად ფინანსდება მთავრობის მიერ. მათი ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია
