ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წელს პირველად პროფესიულ პროგრამაზე სწავლის საშუალება ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ და შესაბამის საგანში მიღებული შეფასებით ჩაირიცხებიან. ასარჩევი პროფესიული პროგრამები კი მრავალფეროვანი იქნება. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 ათასს გადააჭარბებს. გარდა აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროგრამებისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს ტრადიციულად გამოცხადდება ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე
