შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ
პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელ დონორებს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან შალვა პაპუაშვილის თქმით, დონორებმა ბევრჯერ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს. გამოქვეყნებულ ქარდებში პირველი კანონმდებელი ვრცლად განმარტავს, რატომ მიიღეს ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. მათ შორის ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის გეგმა, რომლის პროვოცირებაც შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დეზინფორმაციის დაფინანსებამ მოიტანა. კანონი კი ხელს შეუშლის სანქციების გვერდის ავლით, უცხოური ფულის ხარჯვას
