AXIOS: რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში განაცხადა, რომ ირანთან ომი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება
ომი ირანის წინააღმდეგ სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. მარკო რუბიოს ამ განცხადებას, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრების დროს გააკეთა „აქსიოსი“ აქვეყნებს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რუბიოს განცხადებას, რომ შტატების მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის, თუმცა, ამავდროულად, მკაფიოდ განმარტა, რომ ვაშინგტონს ქვეყნის სათავეში სხვა ადამიანების ხილვა სურს. რუბიომ დასძინა, რომ ამჟამად აშშ-სა და ირანის რეჟიმს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს და ნებისმიერი მოლაპარაკება ამ ეტაპზე ხელს შეუშლის მიმდინარე სამხედრო ამოცანების შესრულებას
