მე-8 დღეა ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
მე-8 დღეა ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ღამით სარაკეტო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული თელ-ავივსა და იერუსალიმში, ასევე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე. რკინის გუმბათმა ათობით ირანული რაკეტა და დრონი მოიგერია. ღამით ირანის ბალისტიკური რაკეტა საუდის არაბეთში მდებარე ავიაბაზას დაეცა. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერაყის ქალაქ ბასრას ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოში. ირანული რაკეტების სამიქნეშ კიდევ ერთხელ მოექცა დუბაის აეროპორტი. ისრაელისა და შეერთებული შტატების სამიზნეში კვლავ რჩება ირანის სტრატეგიული ობიექტები ბირთვული რაკეტების მიწისქვეშა საცავები და საწარმოები, ასევე ფლოტი და ავიაცია. შეერთებული შტატების ცნობით ჩაძირულია ირანის საზღვაო ძალების დრონების გადამზიდი გემი „შაჰიდ ბაჰმან ბაგერი“, რომელიც ექსპლუატაციაში 2025 წელს შევიდა. ამ დრომდე ხანძარია ირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში. ოპერაცია გრძელდება ირანის მხარდაჭერით ჰეზბოლას წინააღმდეგაც. ვრცელდება ცნობა, რომ ავიამზიდმა ჯერალდ ფორდმა დატოვა ხმელთაშუა ზღვა და სუეცის არხის გავლით ირანისკენ მიემართება. რაც ნიშნავს, რომ ის შემტევ პოზიციაზე გადადის
