აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, სენაკში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას ეწვია
აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრი, სენაკში თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლას ეწვია. გიორგი ძაძამიამ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას დაესწრო. მინისტრმა, ქალთა კვირეულის ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალსა და მასწავლებლებს ქალთა დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
