„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. განათლების მინისტრის განცხადებით, სამართლებრივ ურთიერთობებს 7-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, რაც სამუშაო პროცესს როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად მოუქნელს და ხარვეზიანს ხდის. გივი მიქანაძის თქმით, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტებს ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოუყრის თავს. სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელდება განათლების სფეროს შიდა ნორმატიული აქტების სრული რევიზია. სპეციალური ჯგუფის წევრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები არიან
