ფაქტებსა და არგუმენტებს უპირისპირებს ნინო ლომჯარიას განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომ ლომჯარია აპირებს „იმედს“ თითქოს არასწორი ინფორმაციისთვის უჩივლოს
ფაქტებსა და არგუმენტებს უპირისპირებს ნინო ლომჯარიას განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომ ლომჯარია აპირებს „იმედს“ თითქოს არასწორი ინფორმაციისთვის უჩივლოს. თუმცა ლევან მაჭავარიანის თქმით „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან 3 მტკიცებულება დადასტურდა. „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ნინო ლომჯარიას გადამალვის სპეცოპერაციის კადრები, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ნინო ლომჯარიას ავტომობილი, ჩანს ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. ეს კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „ქრონიკამ“ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოდან გააპარა
