უნგრეთის მთავრობა უკრაინისგან განმარტებებს ითხოვს
უნგრეთის მთავრობა უკრაინისგან განმარტებებს ითხოვს - პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური დირექტორი, ბალაჟ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას, რომელთაც ავსტრიიდან უკრაინის მიმართულებით, ორი ჯავშანმანქანით დიდი ოდენობით ნაღდი ფული და ოქრო გადაჰქონდათ.
