ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ მინისტრს მოუწოდებს, თავიდან აირიდოს ლიბანში ომის გაფართოება
ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ მინისტრს მოუწოდებს, თავიდან აირიდოს ლიბანში ომის გაფართოება. საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს ირანს, არ ჩაითრიოს ლიბანი იმ ომში, რომელიც მას არ ეხება. მაკრონმა ლიბანის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას გააღრმავებს და მათ სამხედრო ტექნიკითა და სხვა ოპერატიული საშუალებებით დაეხმარება. მაკრონმა დაჯგუფება ჰეზბოლასაც ცეცხლის შეწყვეტისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
