თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, მიულოცეს და დიპლომები გადასცეს. თავდაცვის ძალების უმაღლესი და უფროსი ოფიცრებისათვის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის უწყებებში დასაქმებული თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი კურსი უწყებათაშორის სასწავლო პროგრამას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობას.
