2025 წლის მეოთხე კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა
2025 წლის მეოთხე კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. გასული წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 27 მილიარდ ლარზე მეტით განისაზღვრა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5 პროცენტით მეტია. ამავე პერიოდში, 3.4 პროცენტით გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობაც და ის 839 ათასზე მეტს შეადგენს.
