სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტზე კითხვით სახელმწიფო დეპარტამენტს „ფორმულამ“ მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე.
