სუვერენული ერების ალიანსს, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, ესწრებოდა კომპიუტერული ექსპერტი ჯენიკა ფაუნდსი
სუვერენული ერების ალიანსს, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, ესწრებოდა კომპიუტერული ექსპერტი ჯენიკა ფაუნდსი, რომლის კვლევებიც არასამთავრობო ორგანიზაციების არამიზნობრივი დაფინანსებისა და სოროსის ქსელის ფარული საქმიანობის შესახებ, ამერიკის კონგრესში მტკიცებულებებად წარმოადგინეს. ჯენიკა ფაუნდსი წერს, რომ ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე მას წარმომადგენელთა პალატის წევრმა დაავალა, შეხვედროდა მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ჩასულ წარმომადგენლებს, რათა დაედგინა, თუ რა მდგომარეობაა მათ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოური გავლენების კუთხით.
