ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში გამოცემა პოლიტიკო ეხმიანება
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში გამოცემა პოლიტიკო ეხმიანება. გამოცემა წერს რომ ვიზიტი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა იყო, მას შემდეგ რაც 2024 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველო „დემოკრატიულ უკუსვლასა “ და კრემლის მიბაძვაში დაადანაშაულა. სტატიაში ნათქვამია , რომ ტრამპის მოძრაობას უერთდებიან ევროპის წამყვანი ნაციონალისტი და მემარჯვენე ლიდერები, რათა გააღრმაონ იდეოლოგიური და სტრატეგიული კავშირები ამერიკელ კონსერვატორებთან როგორც აშშ‑ში, ისე ევროპაში მნიშვნელოვანი არჩევნების წინ.
