საკითხები, ეომლებიც ქართული დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებთან განიხილეს
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უსაფრთხოება, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს ქართული დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებთან, რომლებიც ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრები არიან. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები დელეგაციებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის ღირებულებები და მისწრაფებები.
