პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში. განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი.
