ჰეზბოლა ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებელი ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ლიბანური შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებელი ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გაფრთხილების ადრესატები საზღვრიდან ხუთი კილომეტრის რადიუსშიდასახლებული პუნქტის მცცოვრებლები არიან. განცხადების თანახმად, ჰეზბოლა გეგმავს, ისრაელის ქმედებებს პასუხი გასცეს. დაჯგუფების განცხადებას უკვე უპასუხა ისრაელმა. როგორც ისრაელში განაცხადეს, ისრაელელები სასაზღვრო ქალაქებიდან ევაკუაციას არ აპირებენ.
