შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივნად დანიშნული მარკუეინ მალინი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივნად დანიშნული მარკუეინ მალინი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მეგობარი აქტის დაბლოკვის ერთ- ერთი ავტორის, ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორის მარკუეინ მალინის დანიშვის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება წუხელ გახდა ცნობილი. მან თანამდებობაზე კრისტი ნოემი ჩაანაცვლა, რომელიც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დასავლეთ ნახევარსფეროში უსაფრთხოების ახალი ინიციატივის, „ამერიკის ფარის“ სპეციალური წარმომადგენელი გახდება.
