დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 17 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
