სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
