საქართველოს ხელისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას აფასებს
ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოუდგენელი და მიუღებელია . საქართველოს ხელისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორბანის მისამართს უკრაინელ სამხედროებს მისცემს, ვინაიდან იგი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპულ სესხს ბლოკავს. პარალელურად შეფასებები კეთდება „პოლიტიკოს“ სტატიაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ ფორმატს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სცენარის ეს დასასრული თავიდანვე ცნობილი იყო
