ქართული დელეგაციის წევრებმა კონგრესში შეხვედრები დაასრულეს
ქართული დელეგაციის წევრებმა კონგრესში შეხვედრები დაასრულეს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებთან, რომლებიც ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრები არიან.
