ევროკავშირის უარი უკრაინას
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2027 წლისთვის უკრაინის გაწევრების საკითხს ბლოკავენ. პოლიტიკოს ცნობით, ბრიუსელში გამართულ ვახშამზე, ევროკავშირში კიევის დაჩქარებული წესით მიღების შესაძლებლობას მხარი არ დაუჭირეს. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განუცხადეს, რომ მათი ქვეყნები არ ემხრობიან შეთავაზებას, რომელიც გაფართოების შეცვლილ წესებს ითვალისწინებს. მათთვის მიუღებელია მოდელი, რომლის ფარგლებშიც უკრაინას ჯერ მიიღებენ და ამის შემდეგ დაიწყება ინტეგრაციის პროცესი. „პოლიტიკო“ წერს, რომ ეს კიევისთვის კიდევ ერთი დარტყმაა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიერ მისთვის გათვალისწინებული დახმარების პაკეტს უნგრეთი ბლოკავს
