უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონტრტერორიზმზე მომუშავე უწყებები განგაშის მაღალი დონის შესაბამისად იმუშავებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონტრტერორიზმზე მომუშავე უწყებები განგაშის მაღალი დონის შესაბამისად იმუშავებს. ვიქტორ ორბანის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, დასავლეთ ევროპაში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია. უნგრეთის პრემიერ მინისტრი განმარტავს, რომ მასობრივი მიგრაციის შედეგად, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა დასავლეთ ევროპაში ფეხი მოიკიდეს, გაძლიერდნენ და მათი გააქტიურებაა მოსალოდნელი. უნგრეთი ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, პრევენციულ ზომებსა და სასაზღვრო შემოწმებებს გაამკაცრებს
