ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანში შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანში შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. კაია კალასმა ასევე შეშფოთება გამოთქვა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარების გამო. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტისა და სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოება უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამ მიზნით, ევროპამ იქ საკუთარი ხომალდები გაგზავნა. კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ომის გაფართოებას და ქაოსის დათესვას ცდილობს
