ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების თავდასხმის შემდეგ, აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების თავდასხმის შემდეგ, აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ქვეყნის ლიდერმა ილჰამ ალიევმა იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვის მიზნით, ირანი საპასუხო ზომებით გააფრთხილა. დრონების თავდასხმისას დაშავებულთა რაოდენობა, ოთხამდე გაიზარდა. აზერბაიჯანულმა მედიამ ნახიჩევანის აეროპორტთან და სკოლის შენობასთან ირანული დრონების ნამსხვრევების ფოტოები გაავრცელა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი, თავდასხმაში თეირანის პასუხისმგებლობა უარყო, თქვა რომ ირანი მეზობლებზე იერიშებს არ მიიტანს
