თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია. სამუშაოები 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. რეაბილიტაციის პროცესს კულტურის მინისტრი გაეცნო. თინათინ რუხაძე ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე თელავის ისტორიულ მუზეუმსაც ეწვია და იქ წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა
