საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მმართველ გუნდი თინა ხიდაშელის განცხადებას ქვეყნის მტრობად აფასებს. ხიდაშელმა თქვა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი. მმართველი გუნდის თქმით, ასეთი განცხადებები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე, საკუთარი ხალხის გაწირვა და ქვეყნის ღალატია. თინა ხიდაშელი ქრონიკის ზარებს არ პასუხობს. მან დღეს თავის მართლება სცადა, რისთვისაც ისევ ოპოზიციური პროპაგანდისტული მედია გამოიყენა და თქვა, რომ ეყრდნობა სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ხიდაშელი მის მიერ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემსუბუქებას ცდილობს
