პოლონეთმა საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მასობრივი რეიდების დროს, 91 უკრაინელი დააკავა, რომელთაც დაუყოვნებლივი დეპორტაცია ემუქრებათ
პოლონეთმა საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მასობრივი რეიდების დროს, 91 უკრაინელი დააკავა, რომელთაც დაუყოვნებლივი დეპორტაცია ემუქრებათ. პოლონური რადიოს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის დროს უცხოეთის 140 მოქალაქე დააკავეს. პოლონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის მიერ განხორციელებული რეიდების შედეგად, აიყვანეს არამხოლოდ ის მიგრანტები, რომლებსაც კანონდარღვევები უფიქსირდებათ, არამედ ისინიც, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადებს გადააცილეს.
