ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი პატრიოტები ევროპისთვის, ევროკომისიის მიერ წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით, დებატების გამართვას ითხოვს
უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო აღნიშნავს, რომ ევროკომისია იმდენად შეშინებულია ციფრული სერვისების აქტისა და გლობალური ცენზურის რეჟიმის შესახებ ამერიკის წარმომამდგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამო, რომ ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერი პარტიები დებატებს ბლოკავენ. ლასლოს თქმით, კომისია ცდილობს კითხვებს თავი აარიდოს და დამალოს ის ფაქტი, რომ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთისა და პოლონეთის არჩევნებში ერევა. „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკომისიას დემოკრატიასა და თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმაში ადანაშაულებს.
