ახლო აღმოსავლეთში ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის მეექვსე დღეა
ახლო აღმოსავლეთში ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის მეექვსე დღეა. კვლავ იბომბება თეირანი. ირანმა ისრაელის მიმართულებით დილით რამდენიმე რაკეტა გაუშვა, აფეთქებებია დოჰაშიც. კატარის მთავრობამ დოჰაში ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ირანმა სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკულ ტანკერზე იერიში მიიტანა. ისრაელის მედიის ცნობით, ირანი ისრაელის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით იმუქრება. პოლიტიკო კი წერს, რომ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაცია მინიმუმ 100 დღეს გასტანს და შესაძლოა, სექტემბრამდეც არ დასრულდეს.
