თბილისის მერიას, ფონდ “ქართუსა” და ბრიტანულ კომპანია ელდიპის შორის , ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის პროექტთან დაკავშირებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიას, ფონდ “ქართუსა” და ბრიტანულ კომპანია ელდიპის შორის , ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის პროექტთან დაკავშირებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქმე ეხება პროექტს, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის არეალში ახალი გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს,ბრიტანული კომპანია ფონდ „ქართუსთან“ ერთად ჩაატარებს. მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.
