გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია ომის მხარეს არ წარმოადგენს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია ომის მხარეს არ წარმოადგენს. ბორის პისტორიუსის თქმით, მისი ქვეყანა ომში მონაწილეობას არ მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ვითარების დეესკალაციას. ამასთან, პისტორიუსმა ირანს თავდასხმების შეწყვეტისა და კონფლიქტში სხვა სახელმწიფოების ჩართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
