ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, "აითიბი ბერლინი 2026-ის" საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია. ტურისტულ გამოფენაში სტუმრების რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, ხოლო 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
