განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
