გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. განიხილეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განსაზღვრეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პრიორიტეტები და განიხილეს სამომავლო გეგმები.
