დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ რესპუბლიკელ კონგრესმენს რობერტ ადერჰოლტს
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ რესპუბლიკელ კონგრესმენს რობერტ ადერჰოლტს, რომელიც საგარეო კომიტეტის წევრი და ასევე, ამერიკის დელეგაციის წევრია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ისაუბრეს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ როლზე.
