უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ევროპის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ევროპის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია, რის გამოც ვიქტორ ორბანმა საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების, პოლიციის ოფიცრებისა და სამხედრო პირთა დამატებითი მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო. ეს საკითხი პრემიერმა თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განიხილა.
