საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონშია
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონშია. დეპუტატები უკვე შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს. საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტში. საქართველოს ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია და ოპტიმიზმს ინარჩუნებს.
