ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, ევროკავშირის გაფართოების ვადებზე არ უნდა ზემოქმედებდნენ
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, ევროკავშირის გაფართოების ვადებზე არ უნდა ზემოქმედებდნენ. პოლიტიკოსთან ბენჟამინ ჰადადმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროპულ ბლოკში გაწევრება ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებაში ვაჭრობის საგნად იქცა. ფრანგი მინისტრის თქმით, ევროკავშირს არავინ უნდა აიძულებდეს ახალი წევრების მიღებას. პოლიტიკოს ცნობით, ბრიუსელი სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე ცდილობს პროცესების დაჩქარებას, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტს 2027 წლისთვის სურს ბლოკში შესვლა, გაწევრების სანაცვლოდ კი შესაძლოა უკრაინას სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოსთხოვონ.
