პოლონეთს ევროპის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობა სურს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთი, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები ბირთვული შეკავების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ. დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ამ სფეროში თანამშრომლობაზე მიწვევა საფრანგეთისგან მიიღო. პრემიერ მინისტრმა ასევე თქვა, რომ ვარშავა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში სამხედრო კონტექსტში პასიური მოთამაშე არ იქნება და ბირთვული ენერგიის საკუთარ პროექტებს განავითარებს.
