"ფაინენშელ ტაიმსის" ცნობით, ევროკავშირი უკრაინაში რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ ინსპექტირებას ითხოვს
"ფაინენშელ ტაიმსის" ცნობით, ევროკავშირი უკრაინაში რუსული ნავთობსადენის „დრუჟბას“ ინსპექტირებას ითხოვს. გამოცემა წერს, რომ ბრიუსელი კიევისგან საწვავის ტრანზიტის აღდგენას მოითხოვს. უკრაინა ირწმუნება, რომ ნავთობსადენი დაზიანებულია და ამის გამო ვერ ხერხდება უნგრეთის და სლოვაკეთისთვის საწვავის მიწოდება. ფაინენშელ ტაიმსის ინფორმაციით, ნავთობსადენის გამო ბრიუსელისა და კიევის დავა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისას ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ფონზე გამძაფრდა.
